ავტოსპორტი

21:27 | 28.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ბაქოში კვალიფიკაცია მესამედ მოიგო

„ფერარის“ შარლ ლეკლერმა აზერბაიჯანის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. ეს ბაქოში მისი ზედიზედ მესამე პოულია, რითაც საკვალიფიკაციო რბოლებში, „რედ ბულის“ პილოტების ჰეგემონია დაამხო და იტალიურ გუნდს ამ სეზონში პირველი პოული მოუპოვა.

კვირის რბოლის სტარტზე, ლეკლერის გვერდით ჩემპიონატის ლიდერი, მაქს ფერსტაპენი დადგება. მესამე დრო კი მის თანაგუნდელ სერხიო პერესს ჰქონდა.

შაბათს სპრინტ რბოლა გაიმრთება, რომლის სასტარტო განლაგებასაც, სპრინტის მინი კვალიფიკაცია გაარკვევს. ახალი ფორმატის შესაბამისად, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის ეტაპზე ამოქმედდება, სპრინტის შედეგები, კვირის რბოლის სასტარტო განლაგებას აღარ განსაზღვრავს.

კვალიფიკაციის გადამწყვეტ ფაზაში, ლეკლერმა და ფერსტაპენმა იდენტური დრო - წუთი და 40.445 წამი აჩვენეს. მაგრამ ცხრილში პირველ პოზიციაზე ჰოლანდიელი განლაგდა, რადგან დრო პირველმა მან დააფიქსირა.

მეორე ცდაზე ლეკლერმა პირველმა სცადა ბედი. მისი შედეგი წინაზე უკეთესი - 1:40.203 აღმოჩნდა. პირველი დრო ფერსტაპენმაც გააუმჯობესა, მაგრამ „ფერარის“ პილოტს 0.188 წამით ჩამორჩა.

სტარტზე პერესის გვერდზე კარლოს საინსი განლაგდება, მათ უკან კი ადგილებს ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო დაიკავებენ. საინტერესოა, რომ კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, ჰამილტონმა მხოლოდ 0.004 წამით აჯობა თანაგუნდელ ჯორჯ რასელს, ვინც ამის გამო, ათეულს მიღმა დარჩა.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:40.203
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:40.391
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:40.495
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:41.016
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:41.177
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:41.253
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.281
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:41.581
  9. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:41.611
  10. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:41.611
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:41.654
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:41.798
  13. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1:41.818
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:42.259
  15. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 1:42.395
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:42.642
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:42.755
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:43.417
  19. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:44.853
  20. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:55.282
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109064