სხვა

18:00 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა!

როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა ერევანში ისევ ყველას აჯობა და პრობლემების გარეშე კარიერაში მეშვიდედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

ლაშამ სამივე ოქროს მედალი მოიპოვა: ატაცში 210 კგ, 217 კგ და 222 კგ დააფიქსირა, რაც პირველი შედეგი იყო და მცირე ოქრო მოიპოვა, ხოლო ატაცში 246 კგ და 252 კგ დააფიქსირა, რაც ამ დისციპლინაში ოქროსთვის და მთლიანობაში ევროპის ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. საინტერესოა, რომ მესამე ცდაზე ფიცარნაგზე ლაშა საერთოდ არ გასულა, რადგან ისედაც უკვე ჩემპიონი იყო.

ორჭიდში ტალახაძემ 474 კგ დააგროვა და აჯობა მასპინძელთა ორ წარმომადგენელს, ვარაზდათ ლალაიანსა და სიმონ მარტიროსიანს. +109 კგ წონით კატეგორიაში ასევე იასპარეზა ბაქარ თურმანიძემაც, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა.

თურმანიძემ ატაცში 170 კგ და 176 დააფიქსირა, აკვრაში კი 210 კგ და 216 კგ, ორჭიდში დაგროვილი 392 კგ-ით კი მე-5 პოზიცია ერგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058462