სხვა

19:50 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩხეიძის და ზაზა ლომთაძის ვერცხლის მედლები ევროპის ჩემპიონატზე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 109 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გავადა ფიცარნაგზე და ორივემ წარმატებას მიაღწია.

ატაცში გიორგი ჩხეიძემ 166, 170 და 173 კგ დააფიქსირა, რაც კონკრეტულ დისციპლინაში მე-4 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. აკვრაში გიორგიმ 203 და 208 ასწია, 214 კგ ვერ დაძლია და ამ შემთხვევაში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი მაინც გახდა, რადგან ორჭიდში 381 კგ დაუგროვდა, რაც ვერცხლის მედლის მომტანი გახდა.

ატაცში ზაზა ლომთაძემ 158 და 163 კგ დაძლია, ხოლო 165 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, შედეგად, დისციპლინაში მერვე ადგილს დასჯერდა. გაცილებით კარგად იასპარეზა მან აკვრაში, სადაც ჯერ 202 კგ ვერ ასწია, თუმცა 203 კგ და 213 კგ დაძლია, რითაც კონკრეტულ დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავა და შესაბამისად, მცირე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ორჭიდში ზაზა 376 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა და მედლამდე ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მანამდე შოთა მიშველიძემ ოქრო, რამინ შამილიშვილმა და ირაკლი ჩხეიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11894