სხვა

0:37 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

88 წლის პოლონელი პენსიონერი მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ვინდსერფერია

პოლონელი პენსიონიორი პიოტრ დუდეკი 88 წლისაა და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ვინდსერფერის საპატიო სტატუსს მიიღებს. თავისი ასაკის მიუხედავად, აფრიან დაფას ოსტატურად მართავს და ამ საქმეს, ბავშვებს ასწავლის.

ის უკვე 40 წელია, რაც ვინდსერფინგით არის დაკავებული და მეტსახელ „იუნიორით“ მიმართავენ. ეს სახელი მეგობრებს დაურქმევიათ, როცა ის 80 წლის ყოფილა.

„გამოწვევაა ტალღებზე ცურვის ათვისება და აფრიანი დაფის მართვა. ყოველთვის რთულია ქართან და წყალთან ურთიერთობა, როცა სიფრიფანა დაფაზე დგახარ. მაგრამ თუ ყველაფერს გააკონტროლებ და სერფინგს შეძლებ, უზარმაზარ სიამოვნებას მიიღებ. ვინდსერფინგით ჯანმრთელობისთვის ვარ დაკავებული და მჯერა, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო გზაა. ეს არის სპორტი, რომელიც კარგ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს“, - ამბობს დუდეკი, ვინც ბალტიისპირა ქალაქ გდინიაში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

ის ასაკთან დათმობაზე მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც ქარი ძლიერდება და ამ დროს, წყალს არ ეკარება. მისი სტიქია ზომიერი ბრიზია. მას გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი სერფერია.

„არ ვიცოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი სერფერი ვარ. ახლა ვფიქრობ, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას შევძლებ“, - ამბობს დუდეკი, ვისაც ერთ კვირაში 89 წელი შეუსრულდება.

ის ამბობს, რომ გაზაფხულზე ორჯერ ცურვა სჭირდება იმისთვის, რომ გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. ეს რეკორდი ამჟამად 86 წლის ვინდსერფერს ეკუთვნის. როგორც კი მოთხოვნას შეასრულებს, დამოწმებულ შეტყობინებას გინესის წიგნის გამომცემლებს გაუგზავნის.

0.126595