სხვა

12:00 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა B ჯგუფის ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით 90 / 94 კგ. დაძლია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.

გადელიამ აკვრაში 115 / 121 / კილორამის ძლევით კვლავ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 215 კილოგრამით კი ჯგუფში მეოთხეა.

აღსანიშნავია, რომ ნათიასთვის დიდების ჩემპიონატი სადებიუტო იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063098