მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (1:1), ჟურნალიტებს აზრი გაუზიარა.
„საწყენია, რომ პირველებმა ვერ გავიტანეთ. არადა, მომენტები გვქონდა, პირველ ტაიმში ანგარიში 1:0 რომ გამხდარიყო, საინტერესოა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. ამ 180-წუთიანი დაპირისპირებისას აშკარად ჩანს, რომ მხოლოდ 20-30 წუთი იყო, როცა ვერ ვითამაშეთ კარგად. არ მგონია, მხოლოდ სასწაულს გადავერჩინეთ, შეგვეძლო სამი და მეტი გოლის გატანა.“ - ციტირებს კიმიხის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში გამართულ პირველ მატჩში „ბაიერნი“ „სიტისთან“ 0:3 დამარცხდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.