სხვა

22:05 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ისრაელი იოლად დაამარცხა (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.

პირველ ტურში ისლანდიასთან მოგების შემდეგ (4:1), საქართველოს ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს კიდევ უფრო იოლად, 7:3 აჯობა. თამაში მეტოქემ უკეთ დაიწყო და ისრაელმა პირველი პერიოდი 2:1 მოიგო.

თუმცა, მეორე და მესამე პერიოდში საქართველოს უპირატესობა აშკარა იყო, შესაბამისად, საბოლოო შედეგიც ლოგიკურია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფს ხორვატიასთან ერთად 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებს გაეჯიბრება. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საქართველო - ისრაელი 7:3 (1:2, 3:1, 3:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122779