სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ „დუკლა“ 4:0 დაამარცხა, რაშიც ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ წვლილი გოლებით შეიტანეს.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ანგარიში გახსნა ამ შეხვედრაში, როდესაც 35-ე წუთზე თავით ზუსტად დაარტყა, ხოლო ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში ეფექტური გოლი გაუტანა. გიორგისთვის ეს პირველი გოლი იყო სლოვაკურ კარიერაში.
- სლოვაკეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავამ გოლი გაიტანა (VIDEO)
- გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი "სლოვანში" (VIDEO)
ჩაკვემ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გურამ კაშია კი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ქართველი ფეხბურთელების სტატისტიკა ასეთია:
ჩაკვეტაძე - 39 მატჩი, 1 გოლი, 7 საგოლე პასი, კაშია - 34 თამაში, 4 გოლი, 1 საგოლე პასი და კანკავა - 37 შეხვედრა, 2 გოლი და 2 საგოლე პასი.
„სლოვანი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ კი 3 ქულით ჩამორჩება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, „ჟილინასთან“ ჩაატარებს.