მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ სადიო მანე დასაჯა. სენეგალელმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ლეროი სანეს სახეში დაარტყა, რის გამოც კლუბმა მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.
კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანე „ჰოფენჰაიმთან“ უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, აფრიკელი ფეხბურთელი ფინანსურადაც დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანე „ბაიერნს“ ზაფხულში შეუერთდა. მან ამ დრომდე გერმანულ გუნდში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.