ფეხბურთი

0:09 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე: "კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გახდება"

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე მილანშია, სადაც „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩს ესწრება.

თამაშის დაწყებამდე მან იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მცირე კომენტარი გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი გახდება.

„კვარაცხელიას პატარაობიდან ვაკვირდები, მართლაც ძალიან ძლიერია. მას აქვს შანსი დიდი ჩემპიონი გახდეს. არავინ ელოდა, რომ ასე ძლიერად დაიწყებდა, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია გაუმჯობესება და ის ერთ-ერთი უძლიერესი გახდება“, - თქვა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122507