„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბაიერნთან“ მატჩის გამო 10 წლით დაბერდა. როგორც მან თქვა, ემოციურად ურთულესი თამაში იყო.
„საერთოდ არ იყო ადვილი, ემოციურად განადგურებული ვარ, დღეს საღამოს 10 წლით დავბერდი. ძალიან დაძაბული თამაში იყო, დასვენება გვჭირდება, რომ ენერგია აღვიდგინოთ „ლესტერთან“ მატჩამდე, მაგრამ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. ეს საოცარი შედეგია, მაგრამ საჭიროა თვისებების ბოლომდე გამოვლენა.
ჩვენს სტადიონზე მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული ატმოსფეროა, მაგრამ ასევე იქნება მიუნხენში, მე იქ რამდენიმე წელი ვიმუშავე, თქვენ არ გიმუშავიათ, ვიცი რას უნდა ელოდო. თუმცა, იქ გოლის გასატანად წავალთ და თამაშის მოგებას ვეცდებით“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო მატჩი 13 აპრილს გაიმართება.