მიუნხენის „ბაიერნი“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენით ინტერესდება. ამის შესახებ Sky Deutschland-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, მიუნხენელები მზად არიან ზაფხულში ნიგერიელში 100 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელონ. თავის მხრივ, იტალიელები სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.
„ბაიერნი“ საბოლოო შეთავაზებამდე მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთან გაივლის კონსულტაციას და მის აზრს მოისმენენ - სჭირდება თუ არა, მას ოსიმენი. აღსანიშნავია, რომ „რეკორდმაისტერის“ სიაში ვიქტორის გარდა, რანდალ კოლო მუანია.
რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ მიუნხენელების მთავარი ფორვარდი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგია, ამიტომაც, ზაფხულში ისინი ამ პოზიციის გაძლიერებას აპირებენ. ოსიმენს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, რადგან თავის დროზე „ვოლფსბურგში“ იყო. წყაროს თანახმად, ნიგერიელს „ბაიერნში“ გადასვლა ძალიან უნდა.
ვთქვათ ისიც, რომ ვიქტორ ოსიმენს აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.