„ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„სიტის“ სტილი ისევ ისეთია, როგორიც ჰოლანდის ტრანსფერამდე იყო. რა თქმა უნდა, ერლინგის სტილი უნიკალურია და გუნდი მას მოერგო. ის აძლევს მათ იმ ენერგიას, რაც ბოლო წლებში არ ჰქონიათ.
ჩვენ გუნდურად ვიმოქმედებთ. აუტსაიდერის სტატუსით გავალთ მოედანზე და ეს ნორმალურია. თავდაჯერება უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ.
დარწმუნებული ვარ, ეპიზოდებში გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მეტოქეს ზიანი მივაყენოთ. საკმაოდ ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს.
ვიცით რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგისგან. გვსურს ხელი შევუშალოთ მათ დომინირებაში.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Daily Mail.
„სიტისა“ და „ბაიერნის“მატჩი დღეს, 11 აპრილს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.