მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა. კამერუნელ ფეხბურთელს მუხლის პრობლემა აქვს, რის გამოც ინგლისურ გუნდთან პირველი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ჩუპო-მოტინგმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
„მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.