გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტური საინტერესო გამოდგა, რადგან ოთხეულში მყოფი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მიუნხენის „ბაიერნი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა, რევანშიც სურვილით და მიზანსაც მიაღწია. საქმე ისაა, რომ სამშაბათს, ტომას ტუხელის გუნდი გერმანიის თასის მეოთხედფინალიდან სწორედ „ფრაიბურგმა“ გააგდო, რომელმაც მიუნხენში 2:1 მოიგო, თუმცა, ამჯერად შინ მარცხი განიცადა. მატჩის ბედი მატაის დე ლიხტმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში შორი მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
ერთმანეთს შეხვდნენ „დორტმუნდი“ და „უნიონ ბერლინიც“, სადაც „ყვითლებმა“ დონიელ მალენისა და იუსუფა მუკოკოს გოლებით 2:1 მოიგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
„ბაიერნი“ 58 ქულით ლიდერია, „დორტმუნდი“ მას 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო „უნიონი“ და „ფრაიბურგი“ კონკურენტებს უფრო მეტად ჩამორჩნენ: ბერლინელები 51 ქულით მესამე საფეხურზე არიან, კრისტიან შტრაიხის გუნდი კი 47 ქულით მეოთხეა.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენზე“, რომელმაც ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, 43 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზე გადავიდა. „ფარმაცევტებმა“ ამჯერად უშუალო კონკურენტ „აინტრახტს“ აჯობეს (3:1) და ევროზონაში შევიდნენ. არადა, სეზონის სტარტი ისეთი იყო, „ბაიერს“ ამ დროისთვის ასეთ პოზიციაზე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
„დორტმუნდი“ – „უნიონი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 მალენი (28), 1:1 ბეჰრენსი (61), 2:1 მუკოკო (79)
„ფრაიბურგი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 დე ლიხტი (52)