„მანჩესტერ სიტის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალურ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იქნება მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელის შეხვედრა.
„ორივე გუნდს სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. ვიცით „ბაიერნის“ ძლიერი მხარეები, განსაკუთრებით რამდენად სახიფათოები არიან ისინი შინ. ეს იქნება მსოფლიოს ორი საუკეთესო მწვრთნელის შეხვედრა. ორივე გამოირჩევიან სტილითა და დეტალების სიყვარულით.“ - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Sport Bild.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლაა, „ბაიერნის“ დამრიგებელი კი თომას ტუხელი, რომელიც მიუნხენურ კლუბს დაახლოებით ორი კვირის წინათ შეუერთდა. მათი მატჩები 11 და 19 აპრილს გაიმართება.