თამაშგარე

19:48 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნუ გააბრაზებთ ვიქტორია ადამსს!

დევიდ ბექჰემის ცოლი, ვიქტორია ადამს-ბექჰემი ნამეტანი მაგარი ქალი რომ გამოდგა და ქმარი ხელში ტყვიამფრქვევით რომ დაიჭირა - ეს წლებია ყველასთვისაა ცნობილი. აბა სხვანაირად ვერც მოახერხებდა დევიდისთანა პოპულარული ფეხბურთელის და ქალთა გულთამპყრობელი კაცის ამდენი წლის მანძილზე შენარჩუნებას.

ახლა, როდესაც დევიდი და ვიქტორია ბებია-ბაბუის სტატუსთან შეგუებას ცდილობენ, ბრიტანულმა ბულვარულმა მედიამ მაინც არ მოიშალა თავისი ავყიობა. ქექეს-ქექეს და ბოლოს მაინც ამოქექეს ინფორმაცია დევიდის 20 წლის წინანდელი საყვარლის, ვინმე ქლოიას შესახებ, რომელიც ერთ დროს ცნობილი მოცეკვავე ყოფილა.

ეს ამბავი უკავშირდება იმ დროს, როდესაც ახლა დედაწულიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგებული დევიდს ლონდონში ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა ბიზნესი და ამერიკიდან ალბიონზე ხშირად უწევდა ხოლმე ჩასვლა. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ჩასვლა-გაძვრომის დროს გაიცნო ეს ჩვენი ქლოია და მოსახდენიც მაშინ მოხდა. თუ ეს ამბავი სიმართლეა, ჯერ არავინ ვიცით და ყველა სულმოუთქმელად ველით ცნობილი კაპარჩხანასა და საზოგადო მოღვაწის, ვიქტორია ადამსის გამოხმაურებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112394