ფეხბურთი

16:30 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "შუქურა" ბოლო წუთზე დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ გასვლაზე ქობულეთის „შუქურა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, მანამდე კი აჭარლები იგებდნენ. მეორე წუთზე „დინამოს“ მეკარის შეცდომის შედეგად ანგარიში გია აფხაზავამ გახსნა. „შუქურა“ 30 წუთი იგებდა, მაგრამ დავით კობოურმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა 1:1-სკენ მიდიოდა, მაგრამ ყველაფერი ზორან მარუშიჩის გოლმა შეცვალა.

95-ე წუთზე სერბმა ფორვარდმა გაბრიელ სიგუას პასით ახლო მანძილიდან 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ 16 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზეა, წინ კი 8 აპრილს, ქუთაისის „ტორპედოსთან“ თამაში ელოდება. „შუქურამ“ 6 ტურში მხოლოდ 3 ქულას მოუყარა თავი, შედეგად მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

„შუქურა“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 აფხაზავა (2), 1:1 კობოური (33), 1:2 მარუშიჩი (90)

0.127953