ირანის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ სტუმრად „მეს რაფსანჯანი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი სწორედ ქართველმა მცველმა გაიტანა.
გიორგიმ მეტოქის კარი 30-ე წუთზე მას შემდეგ დალაშქრა, რაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
31 წლის ქართველ მცველს ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე კი 25 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა. „პერსეპოლისი“ 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „სეპაჰანს“ 4 ქულით ჩამორჩება.