ფეხბურთი

18:12 | 31.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენცი: "კვარაცხელია კარგია და განსხვავებას ქმნის, მაგრამ "ნაპოლის" შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ"

„მილანის“ ფეხბურთელმა ალესანდრო ფლორენციმ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან Mediaset-ს უთხრა, კვარას შეჩერება უფრო ადვილი გუნდურად იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარია, მთლიანად „ნაპოლის“ შეჩერებაზე იფიქრონ, ვიდრე ერთ ფეხბურთელზე.

„ეს იქნება ორი ძალიან რთული მატჩი ძლიერ გუნდთან, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ასე ძალიან გაუხარდათ, როდესაც მილანი მეტოქედ „მილანი“ ერგოთ. თუნდაც, „მილანის“ ისტორიის გათვალისწინებით ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იქნება ორი კარგი გამოწვევა, რომელიც იტალიის გუნდს დიდი ხნის შემდეგ ნახევარფინალში გაიყვანს და ეს ასევე კარგია იტალიისთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის არცერთი გუნდი არ არის დაუმარცხებელი.

სპალეტის რა თქმა უნდა, ჩავეხუტები გასახდელში, შემდეგ კი ჩვენ ვიქნებით მეტოქეები, მაგრამ ის დარჩება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი, რომელიც კარიერაში მყოლია.

კვარაცხელია? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის. ვფიქრობ, გუნდურად უფრო შეგვიძლია შეჩერება, ვიდრე ინდივიდუალურად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ მთლიანად „ნაპოლი“, ვიდრე მხოლოდ ერთი მოთამაშე“, - თქვა ფლორენციმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ 2, 12 და 18 აპრილს სამჯერ დაუპირისპირდებიან. ორი მატჩი ნეაპოლში შედგება, ერთი მილანში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111384