ჭადრაკი

14:46 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე კვლავ ლიდერთა შორისაა

მონტენეგროულ პეტროვაცში მიმდინარე ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წარმატებით გამოდიან ქართველი მოჭადრაკეები.

მერი არაბიძემ ტურნირის მეცხრე ტურში ყაიმით დაასრულა შეხვედრა პოლონელ ალექსანდრა მალცევსკაიასთან და 7 ქულით კვლავ ინაწილებს პირველობას.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და IV-X ადგილებს ინაწილებენ: ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062122