17:43 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ბულგარელი მარკ ჰრისტოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

შავდათუაშვილმა 1/4 ფინალურ შეხვედრაში ბრძოლა მონღოლ ერდენებაიარ ბატზაიასთან დათმო, მანამდე კი ჩექ და იტალიელ მეტოქეებს აჯობა.

ამავე წონაში კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა კოტე კაპანაძეს, რომელიც ესპანელ სალვადორ კასეა როკასთან დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია, თუმცა დღეს ტატამიზე კიდევ ერთ სპორტსმენს ვიხილავთ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, 81 კილოგრამში დიმიტრი გოჩილაიძე გერმანელ ტიმო კაბელიუსთან იჭიდავებს.

0.112144