12:19 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ მზადაა ობამეიანგთან კონტრაქტი გაწყვიტოს. თავდამსხმელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს

ლონდონის „ჩელსი“ მზადაა გაბონელ თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტი გაწყვიტოს - გვამცნობს Sport.es.

„ლურჯები“ ფეხბურთელის ესპანეთში გამგზავრების გამო აღშფოთდნენ, სადაც მან ყოფილ კლუბს, „ბარსელონას,“ კვირას, 19 მარტს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ კლასიკოში დაუჭირა მხარი.

ობამეიანგის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2024 წლამდეა ძალაში, თუმცა ლონდონელები მზად არიან ის ამ ზაფხულს გაწყვიტონ. გაბონელი პირდაპირ კავშირში არ არის „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან, მაგრამ სურს კატალონიურ კლუბში დაბრუნება. ამისათვის ის მზადაა ხელფასიც შეიმციროს.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა

0.121268