ქართველი ფეხბურთელი ორი დღეა, რაც „ლეგიაში“ ვარჯიშობს და დიდი შანსია, რომ ის კარიერას ამავე გუნდში გააგრძელებს.
ვაკო გვილიას მუხლის დაზიანება აწუხებს, რის გამოც ის აღდგენით სამუშაოებს ვარშავის კლუბთან ერთად გადიოდა. ამჯერად უკვე პოლონურმა გუნდმაც დაადასტურა ის, რომ გვილია „ლეგიას“ შემადგენლობაში ივარჯიშებს, სავარაუდოდ, კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეც გაფორმდება.
28 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ასევე პოლონეთში, „რაკუვის“ ღირსებას იცავდა, გუნდი კი 30 იანვარს დატოვა. აღსანიშნავია, რომ გვილია „ლეგიას“ შემადგენლობაში 2019-2021 წლებშიც თამაშობდა, სადაც 70 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
სხვადასხვა დროს გვილია ასევე „მეტალურგიას“, „ლუცერნის“, „მინსკის“ და „ჟაბრჟეს“ ღირსებას იცავდა. ეროვნული გუნდის მაისურით მას 46 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლი გატანილი.