სამთო მოთხილამურე მსოფლიო თასზე, მამაკაცთა ბოლო რბოლაში, რომელიც სლალომში ჩატარდა, გამარჯვება შვეიცარიელმა რამონ ცენჰაუზენმა მოიპოვა, ბროლის მცირე გლობუსს კი ნორვეგიელი ლუკას ბრაათენი დაეუფლა.
ცენჰაუზენს ბროლის გლობუსის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ნორვეგიელმა ამის საშუალება, შესანიშნავი მეორე ცდის წყალობით არ მისცა. საბოლოოდ, ცენჰაუზენმა სლალომში მესამე ადგილი დაიკავა. მას ბრაათენთან ერთად, კიდევ ერთმა ნორვეგიელმა, ჰენრიკ კრისტოფერსონმა აჯობა.
პირველი ცდის შემდეგ, ცენჰაუზენი ბრაათენს 0.26 წამს უგებდა, მესამე დრო კი ავსტრიელ ფაბიო გშტრაინს ჰქონდა, ვინც ლიდერს 0.55 წამით ჩამორჩა. საბოლოოდ, გშტრაინს შეცდომა მოუვიდა, რამაც კვარცხლბეკის შანსი დააკარგვინა. საბოლლოდ, კრისტოფერსონი მესამე ადგილს დასჯერდა და ბრაათენის გასწრების შანსიც დაკარგა.