გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ლევერკუზენის „ბაიერმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა, რის შედეგადაც „დორტმუნდი“ გალიდერდა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი ჩაბი ალონსოს გუნდთან ქულის გარშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ იოზუა კიმიხის გოლით დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. მეორე ნახევარში „ბაიერნის“ კარის მიმართულებით ორი პენალტი დაინიშნა, რომლებიც გოლად ორივე შემთხვევაში ეზეკიელ პალასიოსმა აქცია.
„ბაიერნს“ 25 მატჩიდან მხოლოდ 15 აქვს მოგებული, რაც ამ გუნდისთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ არის. შედეგად, 52 ქულა აქვს და ლიდერ „დორტმუნდს“ ქულით ჩამორჩება. ამრიგად, „ყვითლები“ სანაკრებო პაუზას ლიდერის რანგში გაატარებენ, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი, ეგრევე, 1 აპრილს, „ალიანც არენაზე“ სინი ერთმანეთს შეხვდებიან.
თავის მხრივ, "ლევერკუზენს" "ბაიერნთან" მოგების მიუხედავად, არ აქვს მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, სატურნირო ცხრილში მხოლოდ მერვე ადგილზეა.
„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 კიმიხი (22), 1:1 პალასიოსი (55. პენ), 2:1 პალასიოსი (73. პენ)