ფეხბურთი

13:15 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტის მტკიცებით “ბაიერნთან“ მატჩის წინ პსჟ-ს ფეხბურთელმა ნასვამმა ივარჯიშა

ფრანგმა ჟურნალისტმა, რომან მოლინამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ გასამართი მატჩის წინ პსჟ-ს ერთ-ერთი ფეხბურთელი ვარჯიშზე ნასვამი მივიდა.



„მოთამაშე, რომელიც „ალიანც არენაზე“ გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, ორშაბათ დილას გუნდის შეკრებაზე ნასვამი მივიდა“ - განაცხადა მოლინამ ვიდეოში.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ფეხბურთელმა პარასკევ საღამოს და შაბათ დილას დრო სხვა საქმეების კეთებაში გაატარა, ზუსტად ლიგა 1-ში „ნანტთან“ თამაშის წინ. მოლინამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელის სახელი და გვარი არ დაესახელებინა.

„ბაიერნთან“ გამართული პირველი მატჩის შემდგომ კილიან მბაპემ თანაგუნდელებს ჯანსაღი საკვების მიღებისა და სრულყოფილი ძილისკენ მოუწოდა, თუმცა მისმა გაფრთხილებამ არ იმოქმედა და ფრანგული კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს კვლავ გამოეთიშა.

თეგებიპსჟბაიერნი
0.114666