ფეხბურთი

19:59 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში მესამე გოლი გაიტანა (+VIDEO)

ქართველმა ფეხბურთელმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ჰრადეც კრალოვეს“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი და პირველ ლიგაში რიგით მესამე გოლი გაიტანა.



ჭანტურიშვილმა „ზლინისა“ და „ჰრადეც კრალოვეცის“ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. ქართველმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ჩამოიცილა და კარისკენ დაარტყა. მისი დარტმული მეტოქეს მოხვდა, თუმცა კარებში მაინც შევარდა.

მეტოქე გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის 38-ე წუთზე გაათანაბრა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ დროში თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა ფეხბურთელმა, ლიბორ კოზაკმა „ზლინი“ კვლავ დააწინაურა. ქართველის გუნდმა უპირატესობა ხელიდან 72-ე წუთზე გაუშვა და მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მე-3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მას 6 საგოლე პასიც აქვს გაკეთებული.

დღევანდელ შეხვედრაში ნათამაშებმა ფრემ „ზლინს“ კარგი საქმე ვერ გაუკეთა, რადგან გუნდმა დროებით ბოლოს წინა ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მის კონკურენტს საკუთარი მატჩი ჩასატარებელი აქვს. მომდევნო შეხვედრას „ზლინი“ 19 მარტს, „სლოვაცკოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიშვილი ჩეხურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და მე-8 გოლი გაიტანა.

0.129504