14:20 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ზიდანთან მოლაპარაკებას ცდილობს

„იუვენტუსი“ კვლავ ცდილობს ფრანგი სპეციალისტის, ზინედინ ზიდანის გადაბირებას. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინელები ლეგენდარულ „ზიზუს“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად მოიაზრებენ.

მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. დეტალები, თუ რას სთავაზობს „ბებერი ქალბატონი“ ზიდანს, არ გავრცელებულა.

ზიდანი „იუვენტუსში“ 1996 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა. შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა და კარიერაც იქ დაასრულა.

ამ დროისთვის ფრანგი მწვრთნელი უმუშევარია.

0.060481