ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი არგენტინელ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 5:7, 3:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის მოსაგებად არგენტინელს ორი ბრეიკი ეყო, ხოლო მეორე სეტში ბასილაშვილის ჩაწოდება ერთხელ მოიგო.
ბასილაშვილმა 5 ეისი მიითვალა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 7 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ნოვაკ ჯოკოვიჩის ნაცვლად მოხვდა, რომელიც ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის არქონის გამო არ დაუშვეს.