ფეხბურთი

2:00 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მორიგი კრახი: "ბაიერნი" მეოთხედფინალშია

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე მეოთხედფინალისტი გახდა. „ჩელსისა“ და „ბენფიკას“ შემდეგ მერვედფინალური ბარიერი გერმანულმა გუნდმაც გადალახა.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა „პარი სენ ჟერმენი“ საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა და აჩვენა, რომ ამჟამად ფრანგულ კლუბზე უკეთესია. გერმანელებმა სამი კვირის წინ პარიზში 1:0 იმარჯვეს, შინ კი - 2:0.

პირველ ტაიმში პსჟ ძალიან ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ვიტინიას დარტყმა მატაის დე ლიხტმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. აი, მეორე ნახევარში კი „ბაიერნი“ ბევრად უკეთ ათამაშდა, მომენტებიც შექმნა და გოლებიც გაიტანა.

პარიზელთა კარი ჯერ პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა დალაშქრა, ხოლო მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში სერჟ გნაბრიმ დააფიქსირა. ამრიგად, 2:0, ორი მატჩის ჯამში კი - 3:0.

ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ისევ უსახელოდ დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას, რაც ნიშნავს, რომ კრისტოფ გალტიეს გუნდს კვლავ საფრანგეთის ჩემპიონატით მოუწევს დაკმაყოფილება.

თავის მხრივ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ნამდვილად უნდა მიიჩნეოდეს.

„ბაიერნი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:0

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (61), 2:0 გნაბრი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126329