ფეხბურთი

19:29 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „საბურთალომ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სამი გოლი გავიდა, სამივე პირველ ტაიმში. ანგარიში ლუკა სილაგაძემ გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა, რასაც 20 წუთში გიორგი ჯანელიძემ უპასუხა. თუმცა, საყაიმო ანგარიში მხოლოდ 4 წუთის განმავლობაში შენარჩუნდა - ირაკლი სიხარულიძემ გამარჯვება ომარ თეთრაძის გუნდს მოუტანა.

„საბურთალოს“ მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას გორის „დილასთან“ ჩაატარებს, ხოლო „შუქურა“ 3 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, წინ კი „თელავთან“ დაპირისპირება ელოდება.

„საბურთალო“ – „შუქურა“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 სილაგაძე (8), 1:1 ჯანელიძე (27), 2:1 სიხარულიძე (31)

0.133099