კალათბურთი

11:54 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორლანდოს მწვრთნელი: „ბითაძე სოლიდურად გამოიყურება“

გოგა ბითაძემ NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, რის გამოც მატჩის შემდგომ, გუნდის მთავარი მწვრთნელისა და თანაგუნდელისგან შექებაც დაიმსახურა:



„ბითაძე სოლიდურად გამოიყურება. ბლოკებს კარგად აყენებს და შეტევაშიც აქტიურად მონაწილეობს. ის ძალიან აქტიურად მოძრაობს და როდესაც ბლოკს აყენებს, ამით მოწინააღმდეგის დაცვას ჭიმავს, რაც თანაგუნდელებს სივრცეს უთავისუფლებს.“ - განაცხადა მოზლიმ.

„გოგას უნარები აქვს. ამ მცირე დროში რაც ვნახე, ის ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია. ყოველთვის სავარჯიშო დარბაზშია, ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რომ თავი წარმოაჩინოს. ის ძალიან კარგი მოთამაშეა“ - განაცხადა გოგას თანაგუნდელმა კოულ ენტონიმ.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ დღეს „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა და მოედანზე გატარებულ 20 წუთში, 12 ქულა, 8 მოხსნა, (5 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122625