უკრაინელმა მარტა კოსტიუკმა, ოსტინში (ტექსასი)ATX-ის ღია პირველობის ფინალში, რუსი ვარვარა გრაჩევა 6-3, 7-5 დაამარცხა და კარიერაში პირველად დაეუფლა WTA-ს ტიტულს. და ეს გამარჯვება თავის ქვეყანას და ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც „იბრძვის და კვდება“.
თასის მიღების შემდეგ, 20 წლის კოსტიუკმა, ვინც ამ გამარაჯვებამდე, რეიტინგში 52-ე ადგილზე იყო, განაცხადა: „იმ პოზიციაში, რომელშიც ვიმყოფები, ამ ტიტულის მოგება, განსაკუთრებულია. მინდა, ის უკრაინას ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა, ვინც ამ წუთებშიც იბრძვის და კვდება“.
კოსტიუკმა ავსტრალიის ღია პირველობაზე განაცხადა, რომ საკვირველია, როდსაც ხედავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სრდიან ჯოკოვიჩი, ფოტოებს რუსული დროშის ფონზე იღებს, დროშის, რომელზეც პუტინის სახეა გამოსახული. მანვე აშშ-ის ღია პირველობაზე ასპარეზობისას, ბელარუს ვიქტორია აზარენკას ხელი არ ჩამოართვა.