ნოვაკ ჯოკივიჩი იძულებული გახდა, ინდიან ველსის ტურნირიდან, საკუთარი განაცხადი გამოეტანა. ის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან, კოვიდ-19-ზე აცრის გარეშე, ქვეყანაში შესვლაზე სპეციალურ შეღავათს ელოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ის ვერ მიიღო და შესაბამისად, ვერც აშშ-ში შესვლას და იქაურ ტურნირებზე თამაშს შეძლებს.
სერბმა აშშ-ის მთავრობას, სპეციალური შეღავათის დაშვების თხოვნით, დაახლოებით ერთი თვის წინათ მიმართა. ამის საჭიროება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ სანამ აშშ-ში შესვლის შეზღუდვა მოიხსნება, მანამ ინდიან ველსი და მაიამის ღია პირველობა გაიმართება.
შეერთებული შტატების მთავრობა, არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვას, 11 მაისს მოხსნის. შესაბამისად, ჯოკოვიჩის მაიამიში ასპარეზობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცნობისათვის, მაიამიში ჯოკოვიჩის დაშვებასთან დაკავშირებით, ფლორიდის სენატორებმა, რიკ სკოტმა და მარკო რუბიომ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სპეციალური წერილით მიმართეს.
ინდიან ველსი, რომელიც ჯოკოვიჩს ხუთჯერ აქვს მოგებული, ოთხშაბათს დაიწყება.