კალათბურთი

10:25 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა “სპურსში“ მეორე მატჩიც ჩაატარა და 17 წუთზე მეტი მიიღო (+VIDEO)

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა, კვლა „ჰიუსტონ როკეთსის“ წინააღმდეგ და გრეგ პოპოვიჩისგან სოლიდური სათამაშო დროც მიიღო.



სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 17 წუთი და 17 წამი გაატარა, რა დროშიც მან 6 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ქართველმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 5-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 ჯარიმა. გარდა ამ მაჩვენებლებისა, სანდროს 1 ჩაჭრა და 1 დაკარგვაც ჰქონდა.

მისმა „სპურსმა“ მორიგი წარუმატებელი შეხვედრა გამართა, რადგან ლიგის ერთ-ერთ მთავარ აუთსაიდერთან მეორედაც წააგო, ამჯერად - 142:110.

კარგი მატჩი ჩაატარა ჯეილენ გრინმა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა იყო. 19 ქულითა და 13 პასით გამოიჩინა თავი კევინ პორტერმა. სან ანტონიოს მხარეს კი ყველაზე შედეგიანი 17 ქულით კეიტა ბეიტს-დიოპი იყო.

დღევანდელი მარცხის შემდგომ სან ანტონიოს 16 მოგება და 49 წაგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის მე-14 საფეხურზე იმყოფება. მას მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება „ჰიუსტონ როკეთსი“.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 11 მარტს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ჰიუსტონი კი 8 მარტს „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121962