ფეხბურთი

1:22 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას Fair Play-ს ჯილდო ლუკა ლოჩოშვილს გადაეცა (+VIDEO)

ფიფამ 2022 წლის Fair Play-ს ჯილდო „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილს გადასცა.

24 წლის მცველი ფიფას გალაცერემონიაზე გამოარჩიეს და ამის მიზეზი მის მიერ გამოჩენილი სიმამაცე გახდა. ზუსტად ერთი წლის წინ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ მატჩში მეტოქე ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა.

ტაიგლმა მაშინ თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. სიტუაციაში ლუკა ყველაზე სწრაფად გაერკვა და სამედიცინო შტაბამდე პირველადი დახმარება ავსტრიელს მან აღმოუჩინა. სწორედ ამიტომ, ფიფამ ლუკა დღეს დააჯილდოვა.

„პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ცერემონიას ვერ ვესწრები, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. მიხარია, რომ ის ახლა კარგად და თავის ოჯახთან ერთადაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს სპეციალური პრიზი ხსენებული საქციელისთვის გასულ წელს ავსტრიაშიც გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ნომინაციაში წარდგენილი ასევე იყვნენ ედუარდო კამავინგა და სადიო მანე, თუმცა იჯლდო ლოჩოშვილს გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131384