კალათბურთი

10:05 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

It’s Dame Time again: ლილარდმა ჰიუსტონის წინააღმდეგ 71 ქულა ჩააგდო

NBA-ში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ლიდერმა, დემიენ ლილარდმა „ჰიუსტონ როკეთსის“ წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს 71 ქულა ჩაუგდო.



„მოდა ცენტრში“ დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც დემიენ ლილარდის ბენეფისი შედგა. „ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა პირველი ტაიმი 41 ქულით დაასრულა, რასაც მეორეში კიდევ 30 მიაყოლა და მატჩი 71 ქულით დაასრულა.



ლილარდმა პარკეტზე გატარებულ 39:11 წუთში 38-დან 22 სროლა გამოიყენა, საიდანაც 22-დან 13 სამქულიანი იყო. მას საჯარიმოც კი არ აუცილებია - 14/14. ამ ყველაფრის დახმარებით ის თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 131:114.

დემიენს უკვე ხუთი 60-ქულიანი თამაში დაუგროვდა კარიერაში, რითაც კობი ბრაიანტს და უილტ ჩემბერლენს ჩამორჩება. მხოლოდ უილტს, კობის და დევიდ ტომფსონს აქვთ ერთ თამაშში უფრო მეტი ქულა ჩაგდებული, ვიდრე ლილარდს. პორტლენდის გამთამაშებელმა როგორც საკუთარი, ასევე ფრენჩაიზის რეკორდიც დაამყარა ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით.

ლოგიკურია, რომ მის ასეთ ბრწყინვალე თამაშს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს „ჰიუსტონ როკეთსის“ კალათბურთელებმა და დამარცხდნენ კიდეც.

ეს გამარჯვება „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისთვის“ რიგით 29-ე იყო. გუნდი ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ისინი 1 მარტს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება „ჰიუსტონ როკეთსს“, მათ 13 მოგებითა და 47 წაგებით ლიგაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ. მომდევნო შეხვედრას ისინიც 1 მარტს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114589