გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერები, „ბაიერნი“ და „უნიონი“ შეხვდნენ. ბერლინურმა გუნდმა წინა ტურში „შალკესთან“ ფრით გალიდერების შანსი გაანიავა, ამჯერად კი „რეკორდმაისტერს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან პირველი ნახევრის ბოლო 15 წუთში „ბაიერნმა“ 3 გოლი გაუტანა!
ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა, კინგსლი კომანმა და ჯამალ მუსიალამ სტუმრები სამჯერ დაამწუხრეს და მეორე ტაიმს აზრი დაუკარგეს.
„ბაიერნმა“ 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს „დორტმუნდთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „უნიონი“ 43 ქულით მესამე პოზიციაზეა.
„ბაიერნი“ – „უნიონი“ 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (31), 2:0 კომანი (40), 3:0 მუსიალა (45)