ფეხბურთი

22:20 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სეზონი მოგებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტური აჭარული დერბით დასრულდა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ ქობულეთის „შუქურა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი ირაკლი ბიძინაშვილის გოლით მოიგო, რასაც სტუმრებმა მეორე ტაიმში გატანილი გოლით უპასუხეს. ცოტნე ფაცაციამ პენალტით გაათანაბრა. სამაგიეროდ, 13 წუთის შემდეგ პენალტის დარტყმის უფლება მასპინძლებმაც მოიპოვეს და ლადო მამუჩაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

მეორე ტაიმში „დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“, „შუქურა“ კი „სამგურალს“ უმასპინძლებს.

„დინამო ბათუმი“ – „შუქურა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (45), 1:1 ფაცაცია (61, პენ), 2:1 მამუჩაშვილი (74, პენ)

0.128218