ფეხბურთი

17:11 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "გაგრას" უხვგოლიან შეხვედრაში მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში „გაგრამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში იმერლებმა 4:3 მოიგეს.

თამაშს საინტერესო სცენარი ჰქონდა: საწყის ნახევარ საათში ნიკა ხორხელის დუბლით „სამგურალი“ 2:0 დაწინაურდა, მერე კი მასპინძლები კარგად ათამაშდნენ და მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანეს, რითაც წინ გასვლა მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოელები თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე აგებდნენ, მაინც მოიგეს. სერგო კუხიანიძემ და გიორგი ნიქაბაძემ მეტოქეს ორჯერ გაუტანეს და საბოლოოდ, სტუმრებმა 4:3 მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ თორნიკე ოქრიაშვილს „გაგრას“ რიგებში არ უთამაშია, როგორც ჩანს, ქართველი შემტევი ჯერ ბოლომდე მზად არ არის.

„გაგრა“ – „სამგურალი“ 3:4 (1:2)

გოლები: 0:1 ნ. ხორხელი (27), 0:2 ნ. ხორხელი (33), 1:2 ლომთაძე (36), 2:2 მუსელიანი (60), 3:2 ლომთაძე (78), 3:3 კუხიანიძე (82), 3:4 ნიქაბაძე (85, პენ)

0.117576