ფეხბურთი

21:12 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” სოლდადოს ნაცვლად, ბაკა სურს

ლონდონის “ტოტენჰემი” კოლუმბიელი თავდამსხმელით, კარლოს ბაკათი დაინტერესდა და “სევილიას”, რომელიც მის სატრანსფერო უფლებებს ფლობს წინადადებას უმზადებს – იუწყება ესპანური პრესა.

“მამლები” ესპანური კლუბის ხემძღვანელობას ბაკას ნაცვლად, რობერტო სოლდადოსა და გარკვეულ თანხას სთავაზობენ. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი და სოლდადო ერთად “ვალენსიაში” წარმატებით მუშაობდნენ. ამიტომაც, გამორიცხული არაა “დალაქები” ამ წინადადებაზე დაფიქრდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოლდადო “ტოტენჰემში” გასული წლის ზაფხულში 30 მილიონ ევროდ გადავიდა “ვალენსიადან”, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და 39 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130061