ანალიტიკურმა კომპანია Morning Consult-მა აშშ-ის გულშემატკივართა შორის საუკეთესო სპორტსმენის დასასახელებლად გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა NBA-ის ლეგენდამ, მაიკლ ჯორდანმა მიიღო.
„ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდამ გულშემატკივრის მხრიდან 19% დაიმსახურა. მან მეორე ადგილზე გასულ ტომ ბრეიდის 7%-ით აჯობა. სწორედ ამ ორმა სპორტსმენმა დაიმსახურა 10%-ზე მეტი. მესამე ადგილზე კრივის ლეგენდა, მოჰამედ ალი გავიდა.
გულშემატკივრის მიერ არჩეული საუკეთესო ათეული:
1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 19%
2. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) – 12%
3. მოჰამედ ალი (კრივი) – 8%
4. ბეიბ რუთი (ბეისბოლი) – 7%
5. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 5%
6. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 4%
7. ჯიმ ტორპი (მძლეოსნობა) – 4%
8. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 3%
9. პელე (ფეხბურთი) – 3%
10. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 3%
ჰოკეის ლეგენდა უეინ გრეცკი, ცნობილი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი და მრავალგზის ოლიმპიური მოცურავე, მაიკლ ფელპსი ათეულის გარეთ დარჩნენ.