ფეხბურთი

2:25 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიტეიშვილს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. ზუსტი პერიოდი, რომელსაც ოთარი გამოტოვებს, უცნობია, მაგრამ საუბარი რამდენიმე კვირაზეა.

ბოლო პერიოდში ქართველი ნახევარმცველი ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც საკმაო პერიოდი ლაზარეთში გაატარა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს 6 კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

0.117517