ჭადრაკი

22:50 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ბელა ხოტენაშვილმა მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ბელა, უკვე იყო საქართველოს ჩემპიონი: 2012;2017 და 2022 წლებში.

გამარჯვებულმა 9-დან 7 შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 პარტია დაასრულა ყაიმით.

ერთი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

II ადგილი - ლელა ჯავახიშვილი

III ადგილი - მერი არაბიძე

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1. ბელა ხოტენაშვილი (2485) – 8 ქულა

2. ლელა ჯავახიშვილი (2440) - 7 ქულა

3. მერი არაბიძე (2427) - 7 ქულა

4. ნინო ბაციაშვილი (2493) – 6,5 ქულა

5. ელენე წოწონავა (1955) – 5 ქულა

6. ნია დონღვანი (2030) – 3,5 ქულა

7. ანასტასია კირთაძე (2002) - 2,5 ქულა

8. თამარ ესაძე (1981) – 2,5 ქულა

9. ლულუ დიასამიძე (1541) – 1,5 ქულა

10. მარიამ ცეცხლაძე (1747) – 1,5 ქულა

მეცხრე ტურის შეხვედრები:

მარიამ ცეცხლაძე ½:½ ლულუ დიასამიძე

ნია დონღვანი 0:1 მერი არაბიძე

ლელა ჯავახიშვილი ½ : ½ ანასტასია კირთაძე

თამარ ესაძე 0:1 ბელა ხოტენაშვილი

ელენე წოწონავა ½:½ ნინო ბაციაშვილი

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა, ასევე პირველ სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114871