ფეხბურთი

11:23 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის მე-100

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, „ევერტონთან“ ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის საშინაო მატჩში გოლი გაიტანა.

OptaJoe-ს ცნობით, ეს ბურთი ეგვიპტელის მე-100 წარმატებული ქმედებაა (71 გოლი, 29 პასი) „ენფილდის“ სტადიონზე. ამრიგად, ის მე-13 მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ არენაზე 100 გოლში მიიღო მონაწილეობა. ამისთვის მოჰამედს 104 შეხვედრა დასჭირდა.

ლიგის ისტორიაში ერთ სტადიონზე მხოლოდ ორმა მოთამაშემ დააგროვა 100 ქულა უფრო სწრაფად - ტიერი ანრიმ „ჰაიბერიზე“ (92 თამაში) და ალან შირერმა „ივუდ პარკზე“ (74).

ჯამში, სალაჰმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ლივერპულმა“ მერსისაიდულ დერბიში „ევერტონი“ 2:0 დაამარცხა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით მაღლა აინაცვლა. ახლა „წითლბი“ მეცხრე ადგილზე დგანან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093821