ჩოგბურთი

0:43 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომელი რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია ჯოკოვიჩს

ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებით, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის 22-ე ტიტული მოიპოვა. ამით მან რაფაელ ნადალის რეკორდი გაიმეორა და საფრანგეთის ღია პირვერლობაზე, მის გაუმჯობესებას ეცდება. თუ ეს შეძლო, ის გახდება პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე 23 ტიტულს მოიპოვებს.

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მიღწევა იქნება, თუმცა არის სხვა რეკორდებიც, რომელთა გაუმჯობესებაც მას შეუძლია. მათ შორის არის მარგარეტ კორტის ყველა დროის მიღწევა - დიდი სლემის 24 ტიტული. ერთით ნაკლები (პროფესიონალური ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდი) სერენა უილიამსს აქვს.

არის კიდვ ორი მიღწევა, რომელთა გაუმჯობესების შანსიც ჯოკოვიჩს ექნება. ესაა ტურზე ყველაზე მეტი ტიტული და ყველაზე მეტი კვირა მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში.

ჯოკოვიჩი ახლა 36 წლისაა. ამ ასაკში, როჯერ ფედერერმა 2017 წელს შვიდი ტურნირი მოიგო და ერთ სეზონში მოგებული ტიტულების რაოდენობის მხრივ, საკუთარი მიღწევა გაიმეორა. მომდევნო ორ სეზონში მან ოთხ-ოთხი ტიტული მოიგო. ამასთან, 2019 წელს უიმბლდონის და ინდიან ველსის ფინალშიც ითამაშა.

თუ ჯოკოვიჩი უახლოეს სამ სეზონში ფედერერის დასახელებულ მიღწევებს გაიმეორებს, ამ სეზნს ბოლოს, მის ანგარიშზე 98 ტიტული იქნება, მომდევნო ორ სეზონში კი, მის მიერ მოპვებული თასების რიცხვი 106-ს მიაღწევს. მაგრამ მას ხელს ერთი ფაქტორი აუცილებლად შეუძლის - კორონავირუსზე აუცრელობის გამო, ამერიკულ ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებს. ამ ფაქტორის მიუხედავად, მან გასულ სეზონში „მხოლოდ“ ხუთი ტიტული მოიპოვა. თუ ამ სეზონშიც მხოლოდ ხუთს მოიპოვებს, 2023 წლის ბოლოს, მისი მონაგარი 96-მდე გაიზრდება.

ცნობისათვის, ტიტულების რიცხვით, რეკორდი ჯიმი კონორსს ეკუთვნის, ვისაც 109 ტურნირი აქვს მოგებული. 103 გამარჯვებით, მეორეზე ფედრერია, მესამეზე მყოფ ივან ლენდლს კი 94 ტურნირი აქვს მოგებული. მოკლედ, კონრსის რეკორდს გასაუმჯობესებლად, სერბს ფედერერზე მეტის მოგება სჭირდება.

***

ავსტრალიაში მეათე ტიტულის მოპოვების შემდეგ, ჯოკოვიჩმა განცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. ამავდროულად, ის ნებისმიერ, მათ შორის, დიდი სლემის ტურნირებზე, მთავარი ფავორიტია. და იმდენი სლემის მოგებას გეგმავს, რამდენსაც შეძლებს. თან, მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის...

მისი მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი ფიქრობს, ჯოკოვიჩი ორ-სამ წელიწადს კიდევ ითამაშებს. ფაქტია, რომ მის თამაშს ასაკი ჯერ არ ეტყობა, ძველებურად სწრაფია, მოქნილი, გამძლე და სულ უფრო მეტი გამოცდილება უგროვდება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრ ტურნირში აღარ მონაწილეობს, რათა გადაღლას ტრავმებს მოერიდოს.

ამიტომ, მისგან მეტ დიდი სლემის ტიტულს უნდა ველოდოთ. და ალბათ, ის კორტის აბსოლუტურ რეკორდს გააუმჯობესებს...

***

ავსტრალიაში გამარჯვებით, ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე დაბრუნდა. ის 374 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რაც მამაკაცი ჩოგბურთელებისთვის რეკორდია. მეორეზე ფედერერია, ვის ანგარიშზეც 310 კვირაა. მაგრამ აბსოლუტური რეკორდი შტეფი გრაფს ეკუთვნის. ის 377 კვირა იყო პირველი ჩოგანი.

თუ ჯოკოვიჩი თავის სტატუსს 20 თებერვლამდე შეინარჩუნებს, გრაფის მიღწევას გაიმეორებს. კიდევ ერთი კვირაც და მას გადაასწრებს...

სერბს არც ბევრი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. შარშან თებერვალში მან მხოლოდ 90 ქულა დააგროვა, რაც დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლისთვის მიიღო. ამჯერად, დუბაის ტურნირი 27 თებერვალს დაიწყება და სერბი იქ ისევ ითამაშებს.

ამჟამად მას მხოლოდ 340 ქულით ჩამორჩება კარლოს ალკარასი, ვისაც იმის შანსი აქვს, რომ დუბაის ტურნირამდე ჯოკოვიჩს სარეიტინგო ქულებით გაუტოლდეს. ამისთვის მან ჯერ არგენტინის ღია პირველობა უნდა მოიგოს (მისთვის ეს ამ სეზონში პირველი ტურნირი იქნება) და შემდეგ რიოს ღია პირველობა, სადაც ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

მაგრამ ალკარასი ქულებით რომც დაეწიოს, ჯოკოვიჩი მაინც მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს შეინარჩუნებს, რადგან დიდი სლემის, მასტერსის ტურნირებსა და ATP-ს ფინალში, ალკარასზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116613