ფეხბურთი

14:33 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.

ყრილობაზე მას მხარი 28-ვე დელეგატმა დაუჭირა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატი მონაწილეობას არ იღებდა. აღსანიშნავია, რომ კობიაშვილი პირველია, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტაც მესამე ვადით აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს, 2019 წელს კი მეორე ვადით აირჩიეს.

0.116512