ფეხბურთი

21:32 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მესიონ გრინვუდი გაათავისუფლეს და მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.

21 წლის ნახევარმცველს ბრალი ედებოდა მეგობარი გოგონას გაუპატიურებაში, მასზე ძალადობასა და მოკვლის მუქარაში. თუმცა, მას დღეს ყველა აღნიშნული ბრალდება მოუხსნეს, შესაბამისად, თავისუფალია.

ჯერჯერობით, უცნობია, დააბრუნებს თუ არა, „მანჩესტერი“ ნიჭიერ ფეხბურთელს შემადგენლობაში. ის ერთი წლის წინ დააპატიმრეს და ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, მეისონ გრინვუდი „მანჩესტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 129 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113699