ფეხბურთი

0:29 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო (VIDEO)
"ბაიერნი" - "აინტრახტი" 1:1

ერთი კვირა, სამი მატჩი, სამი ფრე და სამი 1:1 – „ბაიერნმა“ 2023 წელი მისთვის დამახასიათებლად ვერ დაიწყო.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა „ლაიფციგისა“ და „კიოლნის“ მერე ვერც „აინტრახტს“ მოუგო. რაც აღსანიშნავია, „ბაიერნის“ თამაში ნამდვილად არ არის ისეთი, როგორსაც ამ გუნდის ქომაგები ისურვებდნენ და ეს ყველაფერი შედეგშიც აისახება.

მიუნხენელებმა ტაიმი ლეროი სანეს გოლით მოიგეს, მაგრამ 69-ე წუთზე რანდალ კოლო მუანიმ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოიგო. მიუხედავად ამისა, „რეკორდმაისტერი“ ლიდერია (37 ქულა აქვს), თუმცა, ბერლინის „უნიონს“ 1 და „ლაიფციგს“ 2 ქულით უსწრებს.

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანე (34), 1:1 კოლო მუანი (69)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112946